Sunday, October 8, 2017

მე-7 დღის რეფლექსია.

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო,ვისწავლეთ ბროშურის შექმნა,გაფორმება  და ავტვირთეთ დრაივში.

Saturday, October 7, 2017

მე-6 დღის რეფლექსია

დღეს ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იყო, განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშები,უთუბიდან გადმოვიტანეთ ვიდეოები და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგებზე,მოვაწესრიგეთ პორფოლიოები.

მოსწავლის ნაშრომი

ჯანსაღი ცხოვრების წესი | jansagi cxovrebis wesi

Intel Bridge

Sunday, October 1, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით შეფასების რუბრიკას,  ვისწავლე როგორ შევქმნა მისი ნამუშევარი და შევაფასო.მოსწავლის ნაშრომზე მივიღეთ შესაბამისი დავალება.

Sunday, September 24, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

გავაცანით ერთმანეთს ჩვენს მიერ შესრულებული დავალება, მოსწავლის მიზნები.გადავედით ახალ საკითხზ,   ვაქციეთ ბლოგი  საიტად.გავაკეთეთ ლინკები დავამყარეთ  კავშირები.ერთ-ერთ  გვერდზე  ჩავამაგრეთ ჩვენი პორთფოლიო.

Sunday, September 17, 2017

მესამე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ განვლილი მასალა,  ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები, გავუკეთეთ  კომენტარები ჯგუფებში ერთმანეთს,  გავეცანით მიმართულების  საკვანძო კითხვებს. მივიღეთ  მომავალი  დღისთვის  დავალება.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;

       .ზოგადი შეკითხვა.
 
რამდენად ჯანმრთელები ვართ?

.თემატური შკითხვები:
 1.რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისათვის?
 2.რა უნდა გავაკეთოთ ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული რისკების  შესამცირებლად?3.რა მავნე ზეგავლენა აქვს ორგანიზმზე თამბაქოს! რატომ?
4.რატომ არის მოწევა განსაკუთრებით მავნებელი ფეხმძიმე ქალებისათვის.

 

შინაარსობრივი შეკითხვები.

1.როგორ ავადდება მწეველი  ადამიანი.
 სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა  ორგანოების დაავადებით,  
2. როგორ ადამიანს ჰქვია პასიური მწეველი.























                                            პროექტის სასწავლო მიზნები:


მოსწავლეები განზღვრავენ სოციალურ ეკონომიკურ ფაქტორებს რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სიგარეტის მწეველ  ადამიანთა რაოდენობაზე. ამ მავნე ჩვევის პრევენციასა და შემცირებაზე.

.ჩაატარებენ კვლევას საზოგადოებაში  და  სამედიცინო დაწესებულებაში.(ექიმის დახმარებით)

.გაანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას  შეაფასებენ  და გააკეთებენ  დასკვნებს.

გამოიყენებენ  ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას ინფორმაციის შესაგროვებლად გასაერთიანებლად  და აუდიტორიის გასაცნობად.

.

Saturday, September 16, 2017

პროექტის იდეა

პროექტის სახელწოდება:  ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და უარი ვთქვათ თამბაქოზე.

პროექტის იდია:,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”,ამის შესახებ გვეუბნებოდნენ ძველი ბერძნები.რასაც ჩვენ ვეთანხმებით და შეძლებისდაგვარად  მივყვებით ჯანსაღი ცხოვრების წესს.დამეთანხმებით სპორტის გარეშე ამის მიღწევა გაგვიჭირდება,ამიტომ მომავალი თაობის საკეთილდღეოდ  მნიშვნელოვანია მათი სპორტული აქტივობის გაზრდა  და მეტი ინფორმირება თამბაქოს ორგანიზმზე უარყოფითი  ზემოქმედების შესახებ. როდესაც ადამიანი პირველად იღებს ხელში ხელში სიგარეტს  არ ფიქრობს იმ მძიმე შედეგებზე,რომელსაც იწვევს იგი. ყოველი მწეველი,რომელიც  დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწევა , ნებაყოფლობით იმოკლებს სიცოცხლეს 5 წლით. მწეველებს შორის  სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალია  არამწეველებთან შედარებით.
   
პრობლებლემის არსში უკეთესად ჩაწვდომის და მისი დადებითად გადაჭრის მიზნით მოსწავლეები ამზადებენ კითხვარს  მოსახლეობისათვის. პარალელურად ექიმისაგან იღებენ ინფორმაციას თამბაქოს მოწევის რისკებთან დაკავშირებით,რასაც გამოიყენებენ სლაიდშოუს სახით პრეზენთაციის მოსამზადებლად.ამასთან მთელი კლასის ლვლევის შედეგებზე დაყრდნობით  მოამზადებენ პლაკატს, რომელშიც  აისახება მათი დამოკიდებულება ისეთი მავნე ჩვევების შესახებ, როგორიცაა თამბაქოს მოწევა.






სპ.V.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთ საწინდარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           განმარტავს, რატომ არის მისი კეთილდღეობა დამოკიდებული ჯანმრთელობაზე და რა უარყოფითი შედეგები მოაქვს სუსტ ჯანმრთელობას (სუსტი აღნაგობა, სწავლაში ჩამორჩენა, დაბალი სპორტული მაჩვენებლები);

·           აღწერს თამბაქოს ხანმოკლე და ხანგრძლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე;

·           აღწერს, როგორ უნდა აარიდოს თავი (უარის თქმა, წამოსვლა) ადამიანმა ზეწოლას, როდესაც მას სთავაზობენ  თამბაქოს მოწევას.
.   მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ  და ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას  ( პლაკატი, აუდიო, ვიდეო მასალა)

Sunday, September 10, 2017

მეორე დღის რეფლექსია

დღეს მე გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს, ნიმუშებს, როგორ შეიძლება გავაკეთო სასწავლო პროექტები და რა მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას სასწავლო პროცეში. ვისწავლე  როგორ შევქმნა ბლოგი დავარეგისტრირეთ ბლოგი,რომელზეც პოსტები გამოვაქვეყნეთ ,  ვიმუშავე გუგლდრაივში შევქმენით ელექტრონული პორთფოლიო.  გავეცანი 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს.რაც აუცილებლად გამომადგება  სასწავლო პროექტის დაგეგმვაში.

სტანდარტთან კავშირი

.მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  დაცვა და  ადამიანის ჯანმრთელობაზე  მოქმედი მავნე  ფაქტორების ამოცნობა.
.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე.
.
.ასახელებს ადამიანის  ჯანმრთელობაზე  უარყოფითად მოქმედ  ფაქტორებს  და აღწერს  მათ.
.მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის  მავნე ჩვევების შესახებდა ამზადებს მათ  საწინააღმდეგო  სააგიტაციო მასალას  (პლაკატი,აუდიო, ვიდეო მასალა)