Saturday, September 16, 2017

პროექტის იდეა

პროექტის სახელწოდება:  ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და უარი ვთქვათ თამბაქოზე.

პროექტის იდია:,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”,ამის შესახებ გვეუბნებოდნენ ძველი ბერძნები.რასაც ჩვენ ვეთანხმებით და შეძლებისდაგვარად  მივყვებით ჯანსაღი ცხოვრების წესს.დამეთანხმებით სპორტის გარეშე ამის მიღწევა გაგვიჭირდება,ამიტომ მომავალი თაობის საკეთილდღეოდ  მნიშვნელოვანია მათი სპორტული აქტივობის გაზრდა  და მეტი ინფორმირება თამბაქოს ორგანიზმზე უარყოფითი  ზემოქმედების შესახებ. როდესაც ადამიანი პირველად იღებს ხელში ხელში სიგარეტს  არ ფიქრობს იმ მძიმე შედეგებზე,რომელსაც იწვევს იგი. ყოველი მწეველი,რომელიც  დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწევა , ნებაყოფლობით იმოკლებს სიცოცხლეს 5 წლით. მწეველებს შორის  სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალია  არამწეველებთან შედარებით.
   
პრობლებლემის არსში უკეთესად ჩაწვდომის და მისი დადებითად გადაჭრის მიზნით მოსწავლეები ამზადებენ კითხვარს  მოსახლეობისათვის. პარალელურად ექიმისაგან იღებენ ინფორმაციას თამბაქოს მოწევის რისკებთან დაკავშირებით,რასაც გამოიყენებენ სლაიდშოუს სახით პრეზენთაციის მოსამზადებლად.ამასთან მთელი კლასის ლვლევის შედეგებზე დაყრდნობით  მოამზადებენ პლაკატს, რომელშიც  აისახება მათი დამოკიდებულება ისეთი მავნე ჩვევების შესახებ, როგორიცაა თამბაქოს მოწევა.






სპ.V.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთ საწინდარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           განმარტავს, რატომ არის მისი კეთილდღეობა დამოკიდებული ჯანმრთელობაზე და რა უარყოფითი შედეგები მოაქვს სუსტ ჯანმრთელობას (სუსტი აღნაგობა, სწავლაში ჩამორჩენა, დაბალი სპორტული მაჩვენებლები);

·           აღწერს თამბაქოს ხანმოკლე და ხანგრძლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე;

·           აღწერს, როგორ უნდა აარიდოს თავი (უარის თქმა, წამოსვლა) ადამიანმა ზეწოლას, როდესაც მას სთავაზობენ  თამბაქოს მოწევას.
.   მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ  და ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას  ( პლაკატი, აუდიო, ვიდეო მასალა)

1 comment:

  1. მომეწონა თქვენი იდეა!ყოჩაღ

    ReplyDelete